საკონსტიტუციო ცვლილებების საორგანიზაციო კომისიაზე განმარტება ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეტა.
„მუდმივად ხდება ის, რომ ჯერ ჩააგდებენ პრეზიდენტის ვეტოს და შემდგომ, რაც პრეზიდენტის ვეტოში წერია, ამ ტექსტს სიტყვა-სიტყვით გადაწერენ ხოლმე ახალ ინიციატივებში. ასე არის ამ შემთხვევაშიც და ამის ზუსტი მაგალითია საქართველოს ეროვნული ბანკი,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
აბაშიშვილის თქმით, ხელისუფლების მთავარ მიზანს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა წარმოადგენს.
„როგორც ჩანს, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიზანი არა საკითხების კვალიფიციური ანალიზი და გათვალისწინება, არამედ მათი თვითმიზანი არის უბრალოდ ვეტოს დაძლევა,“ - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.