20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

ორმხრივი შეხვედრა საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა. გიორგი მარგველაშვილი და კერსტი კალიუ-ლაიდი დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის და ნატოს სამიტების მოსამზადებელ კოორდინირებულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გარდა ამისა, ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს გაფართოებულ ფორმატით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ესტონური მხარე და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილმა, ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთების გამო.

ასევე, ცოტა ხანში, იგეგმება ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვა. როგორც ცნობილია, საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ ერთობლივ შეთანხმებას, რომელიც მოემსახურება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში უმაღლეს დონეზე, რამდენიმე შეხვედრას გამართავს, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

დღის ამბები