მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს პატრიოტთა ალიანსი.
ამის შესახებ დღეს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, ისაუბრა.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური ფონის გამო, ხელისუფლების გადადგომას ითხოვს.
ირმა ინაშვილი 9 ნოემბერს აქციას ბორჯომში გეგმავს და თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების დამარცხებას აპირებს.
„ჩვენ გავმართეთ არაერთი მრავალათასიანი აქცია თბილისშიც და ბათუმშიც, მაგრამ ხელისუფლება დუმს და ირჩევს იგნორირების გზას. ყველას კარგად მოგვეხსენება, როცა ხელისუფლება ბრმავდება და ყრუვდება, მას რა ემართება. იგივე დაემართება კვირიკაშვილის მთავრობას, რომელსაც პირდაპირ ვეუბნები - გადაგაყენებთ! ჩვენი აქციები არ შეწყდება, გადავა ეს აქციები პერმანენტული აქციების ციკლზე. ჩენ გვაქვს 9 ნოემბერს მასშტაბური აქცია ბორჯომში და არ დაგითმობთ ბორჯომს,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.