20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
იქ 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება - კარლეს პუჩდემონი ესპანეთში დასაბრუნებლად მადრიდისგან გარანტიას ითხოვს

კარლეს პუჩდემონი ესპანეთში დასაბრუნებლად ოფიციალური მადრიდისგან გარანტიას ითხოვს, თუმცა აცხადებს, რომ ბრიუსელში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით არ იმყოფება.

კატალონიის ლიდერმა დღეს ევროპის დედაქალაქში პრესკონფერენცია გამართა. მანამდე კი პარტია ევროპული თავისუფლების ალიანსის წევრებთან შეხვედრა გამართა. თუმცა, კონკრეტულად ვის შეხვდა ის და რა საკითხებზე იყო საუბარი, უცნობია.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაირკვა, რომ კარლეს პუჩდემონი ბელგიის დედაქალაქში 5 მინისტრთან ერთად არის ჩასული.

„ბრიუსელში არ ვიმყოფები იმიტომ, რომ თავშესაფარი მოვითხოვო. მინდა, ჩვენი პოზიცია გავაცნოთ ევროპას. კატალონიის მიზანი არ ყოფილა ძალადობის პროვოცირება. ეს ესპანეთის მთავრობამ გააკეთა და ჩვენზე ზეწოლა დაიწყო. მაგრამ მინდა, ვკითხო ხელისუფლებას, არის თუ არა ის მზად, აღიაროს, თუ ამ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთ. რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას, მზად ვარ, მაგრამ ამისთვის გარანტია მჭირდება, რადგან იქ 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება,“ – აცხადებს პუჩდემონი.

კარლეს პუჩდემონის ბრიფინგი ბრიუსელის პრეს-ცენტრში გაიმართა. ადგილზე მისული იყვნენ ესპანელები, რომლებმაც პლაკატებითა და დროშებით პუჩდემონის ბრიუსელში ჩასვლა გააპროტესტეს. მათ აღნიშნეს, რომ კარლეს პუჩდემონმა და მისა გუნდმა ესპანეთის კონსტიტუცია დაარღვია.

„ჩვენ გვინდა, ვაჩვენოთ ბატონ პუჩდემონს, რომ მას არ ვეთანხმებით, მან გამოიყენა კატალონიელი ხალხი და დაარღვია კონსტიტუცია. ესპანეთში საზოგადოება დღეს ორადაა გაყოფილი, ამიტომ დავხვდით მას პროტესტით,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

დღის ამბები