კიევში მიმდინარე აქციებს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტთან დაპირისპირებას ეხმაურება "ვაშინგტონ პოსტი".
სტატიაში საუბარია, რომ დღეს უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნა არ სურს, საქართველოში კი მას დაპატიმრებით ემუქრებიან.
ავტორის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებიც და მისი ოპონენტებიც თანხმდებიან, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ ბრძოლას არ ნებდება და ამჯერად მისი სამიზნე სტუდენტობის მეგობარი პეტრო პოროშენკოა, რომელმაც თავად მიიწვია ქვეყანაში, მაგრამ მეგობრობა სიძულვილში გადაიზარდა. სააკაშვილმა ღიად დაიწყო მისი დადანაშაულება, რომ რეფორმების გატარებაში ხელს უშლიდა. შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა, რასაც უკვე მოყვა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა-წერს ვაშინგტონ პოსტი.
სტატიის თანახმად, ისტორია დასასრულისგან ჯერ შორსაა, თუმცა შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილება პოროშენკომ მიიღოს.