შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ. გიორგი მღებრიშვილს საკანონმდებლო ორგანო ნოემბრის ბოლოს ელოდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დააანონსა.
ეკა ბესელიამ განმარტა, რომ მღებრიშვილის საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მოთხოვნის გამო არ მიდის და მინისტრი ყოველწლიური ანგარიშით მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე წარსდგება.
პაატა პავლიაშვილის, აფგან მუხთარლის, ბექა ხახუბიას საქმეები - ეს იმ გახმაურებული ფაქტების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრისგან პასუხებს მოითხოვს.
რა ფორმატში გაიმართება შინაგან საქმეთა მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა, ჯერჯერობით უცნობია.