20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ფეხბურთელებისგან შექმნილ ზონდერდაჯგუფებებს გადავუტეხავთ ხერხემალში - სანდრო ბრეგაძე

„კობიაშვილი უნდა დაემშვიდობოს პარლამენტარობას, ის არის საქართველოს მოქალაქეების მტერი,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი თაობის  ხელმძღვანელმა, ლადო სადღობელაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე გააკეთა.

აქციის წევრები საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას, მიერ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს აპროტესტებენ.

„დღეს მან მომართა შსს იმისთვის, რომ მშვიდობიანი, არავითარ ექსცესს არ ჰქონია ადგილი. ასე ხდება ეროვნული ნაკრების ყოველ თამაშზე, რაც მოხდა დღეს და ეს ვერ მოითმინა კობიაშვილმა,“ - განაცხადა სადღობელაშვილმა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, პოლიციამ აქცია დაარბია. აქციის მსვლელობისას მონაწილეებმა ლიდერებთან ერთად LGBT თემის ცისარტყელისებრი დროშა დაწვეს.

„კაშია არ მაინტერესებს საერთოდ. კაშია არ წარმოადგენს ისეთ ფიგურას, რომელიც ჩვენი ინტერესის სფერო იყოს. აქ არის საუბარი, რომ შეწყდეს LGBT პროპაგანდა ქართულ სპორტში. LGBT პროპაგანდაზე უარესი არის ის ზონდერდაჯგუფებები, რომელიც ფეხბურთელებისგან შექმნა ზოგ-ზოგიერთმა და ამ ზონდერდაჯგუფებებს გადავუტეხავთ ხერხემალში,“ - განაცხადა მოძრაობა ეროვნულების თავმჯდომარემ სანდრო ბრეგაძემ.

ფეხბურთის ფედერაციასთან ასაფეთქებლების აფეთქებასთან დაკავშირებით, სანდრო ბრეგაძე აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებმა სწორედ ეს ახალგაზრდები დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შვიდი პირია დაკავებული. 

ქართული მარშის წევრები გურამ კაშიას მისამართით კრიტიკულ განცხადებებს ავრცელებენ და ითხოვენ, რომ გურამ კაშია ეროვნული ნაკრებიდან გააძევონ.

დღის ამბები