20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ერთადერთი გზაა, რომ ჩამტენონ თვითმფრინავში და გამომაგდონ! ეს დააჩქარებს ივანიშვილის მოქესტვას საქათველოდან - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სრული სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ მას დღე-დღეზე დააპატიმრებენ.  მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ამის არც რესურსი აქვს და არც გამბედაობა. 

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა არჩევანში ისაუბრა, სადაც ის კიევიდან ჩაერთო.   

საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, "ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ძალიან ჰგავს შევარდნაძის დროინდელ საქართველოს".

მან მაგალითად ჩეჩენი ქალის მკვლელობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების რეიტინგი არის დაწეული და ქვეყანა განიცდის ინფლაციას. 

„პოროშენკოს რომ ჰქონდეს ჯადოსნური ჯოხი, აუცილებლად აიქნევდა და გამაქრობდა აქედან და იგორ კიო ან კოპერფილდი რომ იყოს. არ გამოდის, ასე არ ხდება. მე ვარ ფაქტორი უკრაინის და დავრჩები ფაქტორად,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის არ აპირებს რაიმე თანამდებობის დაკავებას და აქვს ერთადერთი სურვილი, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალოს.

სააკაშვილის განცხადებით, "თუ ივანიშვილის დავალებით უკრაინის ხელისუფლებას წაუცდა ხელი, შესაძლოა, რომ ის მოიტაცონ და იძულებითი წესით გამოამგზავრონ საქართველოში".

„ერთადერთი გზაა, რომ მომიტაცონ, ჩამტენონ თვითმფრინავში და გამომაგდონ. ამას მოჰყვება უკრაინის მთავრობის დამხობა და მეორე, ძალიან დააჩქარებს ეს ივანიშვილის მოქესტვას საქათველოდან,“ - აცხადებს სააკაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ის არ აპირებს საქართველოში ციხეში მშვიდად ჯდომას და აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს.

დღის ამბები