03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
პრეზიდენტის შეხვედრა ჟურნალისტებთან - ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა. 

გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიისთვის პრობლემატურ საკითხებს. მათ შორის განსახილველი თემა იყო ტელევიზიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიების მუშაობა. საკითხი შეხვედრაზე ტელეკომპანია „ტაბულას“ ხელმძღვანელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დააყენა და კომპანიების მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა. შეხვედრაზე ჩერგოლეიშვილმა ხელისუფლების მხრიდან მედიის კრიტიკის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

ამავე თემაზე
დღის ამბები