03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
აზერბაიჯანში მომხდარი ავარიას საქართველოს მცირეწლოვანი მოქალაქე ემსხვერპლა

აზერბაიჯანში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 3 კი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი საქართველოს მოქალაქეა. განჯის საავადმყოფოში იმყოფება ავტობუსის მძღოლი ვასიპ ომანოვი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ოჯახის წევრები ამ დრომდე ცდილობენ.

სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ბაქოდან თბილისში ბრუნდებოდა, გეკგელის რაიონში სატვირთო მანქანას შეეჯახა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ავტოკატასტროფის დროს ავტობუსი და სატვირთო ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსში ხანძარი გაჩნდა და მთლიანად დაიწვა. ბაქო-თბილისის რეისს 40-მდე მგზავრი ჰყავდა.

ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა მგზავრების კუთვნილი ნივთები და დოკუმენტები. საქართველოს მოქალქეებისთვის საზღვის გადმოკვეთა აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულომ უზრუნველყო და მათთვის დროებითი სამგზავრო დოკუმენტები გასცა.

ავარიის გამომწვევ მიზეზების აზერბაიჯანელი სამართალდამცველები ამ დრომდე იკვლევენ. ავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების ერთ-ერთ სავარუდო მიზეზად ავტობუსის მძღოლის ჩაძინება სახელდება. ცნობილი გახდა, რომ ავტობუსი კერძო პირის საკუთრება იყო. მის მფლობელს ხელშეკრულება შპს ”ინასთან” ჰქონდა გაფორმებული და ქვეყნების დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს ასრულებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები