26 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
თურქეთი ერაყის საზღვარზე სპეცოპერაციის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთი ერაყის საზღვარზე  სპეცოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ დიარბაქირში სამართალდამცველებმა ქურთი სეპარატისტების პოზიციებს შეუტიეს, რასაც სროლა მოჰყვა. შეტაკების შედეგად დაღუპულია ქურთთა მუშათა პარტიის ერთი წევრი და პოლიციელი. დაშავებული ძალოვანების რიცხვი კი 10-ს აღწევს.

თურქი მაღალჩინოსნების განცხადებით, სპეცოპერაცია გუშინდელი თავდასხმის შემდეგ დაიგეგმა. მათივე ინფორმაციით, ქურთთა მუშათა პარტიის წევრებმა პოლიციელებზე მოაწყვეს თავდასხმა და 8 ძალოვანი მოკლეს. მსხვერპლია სეპარატისტების მხრიდანაც, ძალოვანების განცხადებით, შეტაკებების შედეგად 17 ადამიანია ლიკვიდირებული.

დღის ამბები