20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირი საქართველოზე განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ იზრდება სამხედრო წვრთნების რაოდენობა და ინფრასტრუქტურის გაძლიერება. გარდა ამისა, გამოთქმულია შეშფოთება, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი მოწოდებისა, აფხაზეთსა და ცხინვალში მდგომარეობა კვლავ უარესდება.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და უზრუნველჰყოს მონიტორინგის მისიის შესვლა რეგიონებში. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ე.წ ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერების გამო, სოფელ ერედვში ომით დაზიანებული სახლების ნგრევისა და გალში შემოღებული ახალი წესების გამო, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც შეზღუდულ წვდომას ძირითად უფლებებსა და მომსახურეობაზე. 

ევროკავშირი მოუწოდებს ეფექტიანი კონტროლის მქონე ძალას, ხელახლა გახსნას გამშვები პუნქტები, თავიდან აიცილოს უკანონო დაკავებები და გამოიძიოს ყველა დანაშაული. საუბარია ასევე ბავშვთა მშობლიურ ენაზე განათლების უფლების დარღვევაზეც.

ევროკავშირის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი გამოეხმაურა.  

დღის ამბები