03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ნაწამები ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ზუგდიდის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სამედიცინო პერსონალმა საჯაიების ოჯახის წევრებს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. ექიმების თქმით, შედარებით მძიმედ იყო ოჯახის დიასახლისი, თუმცა ამ ეტაპზე ყველას მდგომარეობა გაუმჯობესებულია და როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები აცხადებენ, საჯაიებმა ჰოსპიტალიზებაზე უარი განაცხადეს.

დაზარალებული ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მათ 3 ნიღბიანი გუშინ გვიან ღამით დაესხა თავს. დამნაშავეები მეგრულად ლაპარაკობდნენ და ოჯახის უფროსსა და მის მეუღლეს თითქმის 2 საათის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ. თავდამსხმელებმა 3 ათასი ლარი წაიღეს.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს სამართალდამცველებმა. სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

დღის ამბები