06 იანვარი 2025,   04:22
ვრცლად
ჩემს facebook-გვერდზე არანაირი მუქარა არ ყოფილა - ნუგზარ ჩხაიძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      8 საათი გაგრძელდა ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორის მოადგილის დაკითხვა. ნუგზარ ჩხაიძესთან, კითხვები სამართალდამცველებს ფეხბურთის მსაჯის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქონდათ.

      ჩხაიძის თქმით, ისინი ილო ტუღუშთან ვალის გამო იმყოფებოდნენ - რაც შეეხება გარიგებული თამაშების საკითხს, მოწმემ ეს საკითხი გამორიცხა.

      „არაფერი სიახლე და ახალი გარემოებები არ არის. მაქვს გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი მოწერილი. დავადასტურე კიდევ ერთხელ რომ ეს არის მოგონილი თემა, რის გარიგებული მატჩები. ჩემს facebook გვერდზე არანაირი მუქარა არ ყოფილა, მე კიდევ ერთხელ დავადასტურე და პასუხისმგებელი ვარ მაგაზე,“- აცხადებს ნუგზარ ჩხაიძე.

      ილო ტუღუში მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, გარდაცვლილი 7 დეკემბერს იპოვეს. 33 წლის მსაჯის ოჯახი იხსენებს, რომ ეროვნული ჩემპიონატის მსაჯს სიკვდილის წინა დღეს, სამმა პირმა სახლში მიაკითხა და მისგან ფულს ითხოვდნენ.

       

      დღის ამბები
      მეტი