03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ფოთელი მეთევზეები პალიასტომზე სახლართი ბადით თევზაობის დაშვებას ითხოვენ

ფოთელი მეთევზეები მთავრობის დადგენილებაში შესულ ცვლილებებს აპროტესტებენ და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. მეთევზეებმა მათი უკმაყოფილების მიზეზებზე ფოთში გამართულ საპროტესტო აქციაზე გაახმაურეს. მათი თქმით, შეზღუდვები, რომელიც ახალი კანონმდებლობით პალიასტომის ტბაზე თევზაობის წესებს ცვლის, მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და ფინანსურად დააზარალებს.

მეთევზეებს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვდა და მათ დახმარებას დაჰპირდა. მანამდე კი აქციის მონაწილეებთან ფოთის საკრებულოს წევრებიც მივიდნენ, თუმცა მათი დიალოგი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კოლხეთის ეროვნული პარკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მეთევზეების პრობლემა მალე მოგვარდება.

„მოთხოვნა არის ფოთელებისაგან, რომ პალიასტომზე დაიშვას სახლართი ბადით თევზაობა. მე საუბარი მქონდა ზემდგომ ორგანოებში. უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომაზე გადის ეს საკითხი და როგორც მაცნობეს, ისევ დაიშვება ამ ტიპის თევზაობა პალიასტომზე,“ - განაცხადა კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორმა ზურაბ ჯიბლაძემ.

დღის ამბები