21 დეკემბერი 2024,   16:42
ვრცლად
"მირტყამდნენ თავში, გვერდებში"- სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებენ

მორიგი ბრალდება სამართალდამცავების მისამართით - ქურდობის მცდელობაში ბრალდებული მამაკაცები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც. გუშინ კი ლევან კუპატაძე და დავით სარალიძე საბურთალოს მე-7 განყოფილებაში დაიბარეს, სადაც საგამოძიებო მოქმედების შემდეგ მათი ნების საწინააღმდეგოდ მორიგი ბიოლოგიური ნიმუშების აღება სურდათ.

„შემაგდეს პატარა მანქანაში. გაუჩერებლად მიდიოდა ცემა თავში, გვერდებში, ინსტიქტურად თავზე ხელებს ვიფარებდი. ხელები ამოიტრიალეს, ბორკილები დამადეს,“- განაცხადა დავით სარალიძემ.

ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, სამართალდამცველები მტკიცებულებების ფალსიფიცირებით გაუხსნელი საქმეების სტატისტიკის გაუმჯობესებას ცდილობენ. იურისტები შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ.

 

დღის ამბები