21 დეკემბერი 2024,   16:39
ვრცლად
რუსულმა დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი შეწყვიტა

რუსულმა დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი შეწყვიტა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებით, მოსკოვის წარმომადგენლებმა შეხვედრა მას შემდეგ დატოვეს, რაც ქართულმა მხარემ გეგმით გათვალისწინებულ საკითხზე, კერძოდ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებაზე საუბარი ისევ დაიწყო.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, შეხვედრის დროს საქართველოს დელეგაციამ აქცენტი გააკეთა მავთულხლართების და ხელოვნური ბარიერების მონტაჟსა და გახშირებულ დაკავებებზე, ასევე აფხაზეთში ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაზე.

საუბარი შეეხო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების შესაბამისად ადგილზე უსაფრთოხების საერთაშორისო მექანიზმების შემქნის მოთხოვნას. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხი. ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მარტში ჩაინიშნა.

დღის ამბები