02 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - სუს-ის უფროსი ბელორუსში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს

სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური ბელორუსში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს - ექსკლუზიურად „კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გომელაური შეხვედრებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს.

ვახტანგ გომელაურის ბელორუსში ვიზიტი სუს-მა მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც "კურიერი" უწყებას ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა. მოგვიანებით კი, სუს-ის ვებ გვერდზე მოკლე განცხადებაც დაიდო, რომლის მიხედვით, გომელაური ბელარუსში უშიშროების სამსახურის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებს უნდა დაესწროს.

უსაფრთხოების სამსახურში უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებს არ ადასტურებენ, თუმცა, „კურიერის“ წყაროს ცნობით, უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებები სააკაშვილის ექსტრადიციისთვის ემზადებიან და გომელაურის ვიზიტის მიზანიც, სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადმოსაცემად დეტალების შეთანხმებაა.

დღის ამბები