21 დეკემბერი 2024,   17:58
ვრცლად
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს - 11 არასამთავრობო იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის დაუბრკოლებლად გამოთხოვის შესახებ, კანონში შესატანი ცვლილებების გამო აკრიტიკებენ.

საქმე ეხება კონსტიტუციის მე-18 მუხლში ცვლილებას, რომელიც საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის დაუბრკოლებლად გამოთხოვას უზრუნველყოფს, თუკი ეს დოკუმენტაცია არ შეიცავს სახელმწიფო კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, ინფორმაციის გაცემა გართულდება და უწყებებს კიდევ უფრო ჩაკეტავს. 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს საპროტესტო წერილით უკვე მიმართა და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაზე უარის თქმა მოსთხოვა.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ ეს ცვლილებები ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების ინტერესებს მოემსახურება და ისედაც ჩაკეტილ უწყებებს, კიდევ უფრო მეტად დახურულს გახდის.

იუსტიციის მინისტრი თავადაც ადასტურებს, რომ მის მიერ ინიცირებული ცვლილებებით ძალოვანი უწყებები არიან დაინტერესებული. უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ თეა წულუკიანის უწყებამ ამ ცვლილებების პაკეტი უფრო უნდა დააზუსტოს.

ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის შემდეგ, საბიუჯეტო თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო მიუწვდომელი გახდება.

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყნაა, რაც მას ავალდებულებს, იზრუნოს საჯარო ინფორმაციის გავრცელებაზე და არ შექმნას დამატებითი ბარიერები.

ამავე თემაზე
დღის ამბები