21 დეკემბერი 2024,   16:30
ვრცლად
პროკურატურა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების კიდევ ერთ ფაქტს იძიებს

პროკურატურა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების კიდევ ერთ ფაქტს იძიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კი, უწყების თანამშრომლების შესაძლო ბრალეულობის დასადგენად მოკვლევა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულებმა სარალიძემ და კუპატაძემ პოლიციელები არაადამიანურ მოპყრობაში საჯაროდ დაადანაშაულეს.

ბინის ქურდობის მცდელობაში ბრალდებულები დავით სარალიძე და ლევან კუპატაძე ამ დროისთვის გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული, თუმცა საქმე მათ წინააღმდეგ ძიებაშია. ბრალდებულები ყვებიან როგორ გაიტაცეს სამართალდამცველებმა თბილისის ზღვის ტერიტორიიდან, ფიზიკურად გაუსწორდნენ და საქმეში არსებული მტკიცებულებები გააყალბეს.

იურისტების მტკიცებით, სამართალდამცველებმა სარალიძის ავტომობილი დაკავების ადგილიდან დალუქვის გარეშე წამოიყვანეს და მოგვიანებით, მასში თბილისში რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი სახლიდან დაკარგული ნივთები აღმოჩნდა. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სალარიძესა და კუპატაძეს ბრალს ამ საქმეებზეც, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგენენ.

იურისტებმა დღეს ის ექპერტიზის დასკვნაც გაასაჯაროვეს, რომლიც ადასტურებს, რომ სარალიძეს დაზიანებები დაკავების დროს ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ადვოკატების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით ლევან კუპატაძის დნმ-ის ნიმუშიც აიღეს. პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე ადვოკატების მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრს ჯერ კიდევ ნოემბერში მისწერეს, თუმცა მათ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.

დღის ამბები