18 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
"თვალყურს ვადევნებთ „რუსთავი2-ის" მესაკუთრის შეცვლის მცდელობებს"- ევროპარლამენტარების წერილი

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ "რუსთავი2-ის" საქმის მსვლელობას აკვირდებიან. განცხადებაში, რომელსაც ხელს 9 ევროპარლამენტარი აწერს ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ პლურალისტული მედია შეინარჩუნოს. 

"მნიშვნელოვანია, საქართველომ შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო, რომელიც მოქალაქეებს აძლევს განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალებას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეარხის „რუსთავი2-ის" მესაკუთრის შეცვლის მცდელობებს და ვითვალისწინებთ ეუთოს მედია თავისუფლების წარმომადგენლების გამოთქმულ შეშფოთებას,“ - აღნიშნულია ევროპარლამენტარების წერილში.

დღის ამბები