03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
საბურთალოს რაიონის ელექტრომომარაგება გაუმჯობესდება

საბურთალოს რაიონის ელექტრომომარაგების სისტემა გაიზარდა და ახალი ძალოვანი ტრანსფორმატორი ექსპლოატაციაში დღეიდან შევიდა. ახალი ქვესადგური დღეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურესების მინისტრმა დაათვალიერა. კახა კალაძემ დედაქალაქში ელექტროსისტემაში ხშირი გათიშვების მიზეზები განმარტა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მოგეხსენებათ, დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს ზამთრის მოსამზადებელი სამუშაოები და ეს გათიშვები, რომელიც გეგმურად ხდება, ოქტომბრის ბოლომდე შენარჩუნდება და ოქტომბრის შემდეგ ქსელი იქნება უფრო გამართული უფრო მოწესრიგებული,“- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

ახალი ქვესადგური საბურთალოზე 23,200 აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანია ”თელასმა” პირველად დაამონტაჟა ასეთი სიმძლავრის ტრანსფორმატორი.

 

დღის ამბები