03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
არქიტექტორთა ფორუმი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში

დამწყებმა სპეციალისტებმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში არქიტექტურაში კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებაზე იმსჯელეს.  

ფორუმზე ის პროგრამები განიხილეს, რომლებიც ამ სფეროში მსოფლიო არქიტექტურაში გამოიყენება.

ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შეხვედრა განსაკუთრებით არქიტექტურით დაინტერესებულ სტუდენტებს დაეხმარება, რადგან მიღებული ინფორმაცია მათ საშუალებას მისცემს პროექტების ვიზუალიზაცია უკეთ აწარმოონ. 

დღის ამბები