03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ახალი საემიგრაციო რეგულაციების გაუქმებას სთხოვს

„ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ვიზებთან დაკავშირებული ძველი რეგულაციები უნდა აღადგინოს,“- ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ "ინოვაციებისა და განვითარების ფონდში" გააკეთა, სადაც დღეს საემიგრაციო რეგულაციებთან დაკავშირებით სტუდენტებთან დისკუსია გაიმართა.

ვაშაძის განცხადებით, მთავრობამ ძველი რეგულაციების აღდგენის შემდეგ კარგად უნდა გაიაზროს, რა სურს და კონკრეტული ნაბიჯები მერე გადადგას.

შეხვედრაზე ყველაზე აქტუალური საკითხი ახალი რეგულაციების შემოღებით სტუდენტებისთვის შექმნილი პრობლემები იყო.

"ინოვაციებისა და განვითარების ფონდში" მისული სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ უცხოელ კურსელებს ახალი წესების გამო თითქმის მთელი სემესტრი უვარდებათ და ახალი ვიზის გასაკეთებლად საკუთარ ქვეყანაში წასვლა და უკან დაბრუნებაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.  

დღის ამბები