03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ოლიმპიური ჩემპიონების ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში 34 ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის ვარსკვლავი გაიხსნა.

მონუმენტი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ. 

„როგორც რიგითმა მოქალაქემ, როგორც ქვეყნის პრემიერმა მინდა, თითოეული ჩვენი სპორტსმენის მიმართ ღრმა პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საამაყო. 1952 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ გვყავს 34 ოლიმპიური ჩემპიონი, რომლებმაც 37 ოლიმპიური ოქრო, 28 ვერცხლი და 53 ბრინჯაოს მედალი მოგვიტანეს. ასეთი შედეგები ბევრ ჩვენზე უფრო დიდ და მრავალრიცხოვან ქვეყანას არა აქვს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა წარმატებები უსურვა მომავალ თაობას და სპორტული წარმატებების მიღწევაში დახმარებას დაჰპირდა.

თომას ბახმა ქართველი სპორტსმენების მიღწევები გაიხსენა და განსაკუთრებით აღნიშნა ნოდარ ქუმარიტაშვილის წარმატებები და ტრაგიკული სიკვდილი.

„ოლიმპიური წარმატების გზა არასდროს ყოფილა მარტივი. ის მოითხოვს დიდ თავდადებას, ძალისხმევას და ხშირად ოჯახის წევრების მხრიდან დიდ მოთმინებას. მაგრამ, საბოლოო ჯამში, სპორტსმენები სამაგალითო გმირები ხდებიან და ახალგაზრდა თაობას მათი ოცნებების ასრულების სტიმულს აძლევენ,“ - განაცხადა თომას ბახმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები