შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 1987 წელს დაბადებული ერთი პირი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
წაყენებული ბრალი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.