05 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
კავშირი პანკისსა და თბილისის სპეცოპერაციებს შორის - სუს-ის მტკიცებულებებს მაჩალიკაშვილების ოჯახი უნდობლობას უცხადებს 

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციები, ლიკვიდირებული და დაკავებული პირები, რომელთაც ბრალად ტერორიზმთან კავშირი ედებათ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ მტკიცებულებებს ასაჯაროებს. უწყებაში ამბობენ, რომ ვიდეო მასალა, საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომელიც ახმედ ჩატაევის და პანკისის ხეობაში დაკავებული პირების კავშირს ამტკიცებს.

სუს-ს იმის დამტკიცება სურს, რომ პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვლს ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირი ჰქონდა. გამოძიების ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებულ შოაიფ ბორზიევთან და ამავე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ ასლანბეგ სოლტახმადოვთან ერთად თბილისის ქუჩებში ინტენსიურად გადაადგილდებოდა, სხვა ხეობელებთან ერთად ხელმძღვანელობდა ჩატაევის ჯგუფის საქართველოში შემოყვანას და თბილისში მათ დაბინავებას.

კავშირის დამადასტურებლად უწყებამ ჩხრეკისას ამოღებული, თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშიც დასახელსა, თუმცა სუს-ის გავრცელებული კადრები არაფერს ამტკიცებს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის. დაჭრილის და ამბობს, რომ დაკავებულ შოაიფ ბორძიევს თემირლანიც და სხვა ხეობელებიც სხვა სახელით იცნობდნენ.

ნატა მაჩალიკაშვილის მტკიცებით, კადრებში ასახული პირები საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და პანკისშიც ხშირად ჩადიოდნენ. დაჭრილის ოჯახი ასევე ამტკიცებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე არანაირი საბანკო ანგარიში არ არსებობდა.

გამოძიების მიმართ შეკითხვები აქვს საქარველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს. მექა ხანგოშვილი გამოძიებას მეტი სიფრთხილისკენ და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს.

ავტორი: ია გულიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები