22 დეკემბერი 2024,   20:07
ვრცლად
სასამართლომ შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 179 პატიმრის შეწყალების გამო, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს დილის 10 საათზე გამოაცხადა. 

როგორც მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქმეში მტკიცებულება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას დაადგენს არ არსებობს და დღეს მოსამართლემ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რადგან შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, რომელსაც მას კოსტიტუცია ანიჭებს. 

„აშკარად იკითხება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. შეუძლებელი იყო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო, რომ არ ყოფილიყო კანონს მიღმა გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ. 

საპირისპიროს ამტკიცებს საქმის პროკურორი, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით მიხეილ სააკაშვილი პასუხისგებაში მიეცა არა კონსტიტუციური უფლების – შეწყალების გამოყენებისთვის, არამედ უფლებამოსილების გადამეტების გამო.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერები სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ შეძახილებით შეხვდნენ. 

 

 

 

 

 

დღის ამბები