პანკისის ხეობაში რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის საფრთხეზე საუბრობენ ექსპერტები. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გამოძიების სამართლიანად წარმართვას და მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებას ვერ შეძლებს, სიტუაცია რეგიონში შესაძლოა უკიდურესად დაიძაბოს.
„საფრთხე, რომელიც ახლა დგას მთელი საზოგადოების წინაშე ამ უნდობლობის ფონზე, მაშინ როდესაც საზოგადოება არ ენდობა ხელისუფლების განცხადებებს, შეიძლება ჩვენმა მტერმა, რუსეთის ფედერაციამ გამოიყენოს ეს სიტუაცია იმისათვის, რომ ესკალაცია მოახდინოს ურთიერთობებში ადგილობრივი მოსახლეობის და ხელისუფლების,“-განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
კიდევ ერთი საფრთხე, რომელზეც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე საუბრობს, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვაა.
„რაც ვერ იქნება ჩვენი ინტერესი არის ის, რომ საქართველო შეირაცხოს როგორც ტერორისტების თავშესაფრად, განსაკუთრებით პანკისის რეგიონი,“-აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.