03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
მარგველაშვილი შვეიცარიაში მეორედ მიიწვიეს

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს უმასპინძლა. 

თომას ბახმა გიორგი მარგველაშვილი საგანგებო მედლით დააჯილდოვა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შვეიცარიაში, ლოზანაში მიიწვია.

მარგველაშვილმა მსოფლიო მასშტაბით ქართველი ოლიმპიელების როლზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც.

ლერი ხაბელოვმა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურად მოჭრილი მედალი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

სიმბოლური საჩუქრები საქართველოს პრეზიდენტისგან უცხოელმა სტუმარმაც მიიღო.

თომას ბახი საქართველოში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება.

ამავე თემაზე
დღის ამბები