03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
წალკის მოსახლეობა გამგებელს უპირისპირდება

წალკაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებელი 150 ოჯახზე მეტს დაატოვებინეს. 

ეს ოჯახები, რომლებიც ეკომიგრანტები არიან თავაად წალკის რაიონის ათი სოფლიდან, აჭარიდან, გურიიდან და სვანეთიდან, წალკაში 15 წლის წინ არიან ჩასახლებულნი და, როგორც ამბობენ,  ახლა მათ საცხოვრებლებიდან ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე  ყრიან. ადგილობრივების მტკიცებით, ოქტომბრის ბოლომდე გამოსახლება კიდევ 195 ოჯახს ელოდება.

მათ დღეს აქცია გამართეს და ბრალდებები წალკის გამგებელს, ილია საბაძეს წაუყენეს.

მათი მტკიცებით, ეკომიგრანტების გამოსახლებით ხელისუფლებაა დაინტერესებული. ისინი მთავრობას უყურადღებობაშიც ადანაშაულებენ და გახშირებულ ქურდობასა და პოლიციის უმოქმედობას იმით ხსნიან, რომ ხელისუფლება ეკომიგრანტების გასახლებითაა დაინტერესებული.  

აქციის მონაწილეების მტკიცებით, პროცესებს სწორედ წალკის გამგებელი, ილია საბაძე მართავს.

თავად საბაძე ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობს შეუძლია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები