11 ოქტომბერი 2024,   21:37
ვრცლად
სუს-ში ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პანკისელი დაიკითხა

სუს-ში ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პანკისელი დაიკითხა. ასლან ქავთარაშვილი დღეს მოწმის სტატუსით დაკითხეს. კითხვები ასევე, შეეხებოდა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რამაზ მარგოშვილის საკითხს. სამართალდამცავებმა მარგოშვილი სწორედ ასლან ქავთარაშვილის სახლში დააკავეს.

გამომძიებლებმა კითხვები მისი საცხოვრებელი ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების შესახებ დაუსვეს.

ადვოკატის, ინგა ბოლოთაურის თქმით, ის გამოკითხვაზე პირველად იმყოფებოდა და იმედოვნებს, რომ მოწმის სტატუსი არ შეიცვლება.

„მის კომპიუტერში არანაირი ინფორმაცია არ ინახებოდა, არც მის მობილურ ტელეფონზე, არც პლანშეტზე. უბრალოდ ჩატარდება ექსპერტიზა, დადგინდება, რომ არანაირი შემხებლობა, არანაირი ინფორმაცია, ნივთმტკიცებად თავისთავად ცხადია, რომ არ იქნება დართული, შემხებლობა არ აქვს საქმესთან,“ - განაცხადა ადვოკატმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები