21 დეკემბერი 2024,   15:55
ვრცლად
სპეცოპერაციების სერია თბილისსა და კახეთში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონის გამკაცრება დააანონსა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონის გამკაცრება დააანონსა. ცვლილებების მიხედვით დაისჯება, არა მხოლოდ ქურდული სამყაროს წევრობა, არამედ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვა. დეპუტატები, ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან თანხმდებიან, რომ ქურდული სამყარო "ქართული ოცნების" ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

სპეცოპერაციების სერია შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, წნორსა და დედოფლისწყაროში ჩაატარა. ექვსივე დაკავებულს სამართალდამცველები ქურდული სამყაროს წევრობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში სდებენ ბრალს.

რამაზ ოთხოზორიას საცხოვრებელ სახლში ათეულობით სპეცრაზმელი 26 იანვარის დილის 08:00 საათზე შევიდა. 35 წლის ოთხოზორიას ჯერ ხელბორკილები დაადეს, შემდეგ კი მისი სახლი გაჩხრიკეს. სამართალდამცველები სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებებს ეძებდნენ, რადგან ბრალის დადგენილებაში წერია, რომ გამოძიება რამაზ ოთხოზორიას სწორედ ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობას ედავება.

თბილისში, 21 წლის ამბერგ ჯანეზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრებისათვის დააკავა.

დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში  გასაჯაროვდა.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები