03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
სამშენებლო კომპანია „დომინუსის“ დირექტორი თანხის მითვისების გამო დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია „დომინუსის“ დირექტორი, გელა გურული  თანხის მითვისების გამო დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ის  სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა დაკავებული.

 „ბრალდებულების დაკავება ორი შემთხვევაში ხდება: ერთი, როცა თვითონ ძალოვანი უწყება წყვეტს დაკავებას და მეორე, როდესაც გამჭვირვალობის მაღალი ხარისხისთვის და კითხვის ნიშნების მოხსნისთვის სასამართლოს მიმართავს, რომ სასამართლომ გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაში სასამართლომ იმსჯელა და მისი განჩინების საფუძველზე მოხდა დაკავება," - განმარტავენ  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

„ის აშენებდა სტადიონს ზესტაფონში და ამ სტადიონის მშენებლობის პროცესში თანხის მითვისებასთან დაკავშირებით არის დაკავებული,“ - განმარტავს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. თუმცა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა ოდენობის თანხის მითვისებაზე საუბარი.

თუმცა, დაკავებულის ადვოკატი, გიგი მოსიაშვილი  ამ საქმეში სხვა ინტერესებს ხედავს. ის ფიქრობს, რომ  შესაძლოა, გურულის დაკავება მის სამოქალაქო სარჩელს უკავშირდებოდეს.  რამდენიმე თვის წინ ბიზნესმენმა  საქალაქო სასამართლოში მრავალმილიონიანი დავა მოიგო. სასამართლომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ  ბიზნესმენების, გიორგი კაპანაძის, იგივე „რიჟას“ და ილია კოკაიას წინააღმდეგ გამოიტანა. მათ მიერ ზესტაფონში წიდას მომპოვებელი ქარხის 50%-იანი წლის მათ სასარგებლოდ უკანონოდ დათმობა ჰქონდა გასაჩივრებული. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გურულის სარჩელი დააკმაყოფილა და მათ 4 მილიონის  გადახდა დააკისრა. ამ დროისთვის კაპანაძესა და კოკაიას სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე, იგივე „რიჟა’, მთავრი მოწმეა გიგი უგულავას და მისი ქვისლის საქმეში.  

დღის ამბები