03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ხანუმ ჯეირანოვას სოფელში მოსახლეობა ქალის საჯაროდ ცემას უარყოფს, ორი დღის წინ კი სწორედ ამაზე საუბრობდნენ

სოფელ ლამბალოს მოსახლეობა, სადაც რამდენიმე დღის წინ 30 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო, ბრალდებებს უარყოფს.

დღეს ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხანუმ ჯეირანოვას მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა. თუმცა რამდენიმე დღის წინ ლამბალოელები სრულიად განსხვავებულ სურათს აღწერდნენ. ისინი „კურიერის“ ჟურნალისტთან ჰყვებოდნენ, რომ 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა მთელი სოფლის დასანახად ქმრის ნათესავებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც  ქალმა თავი ჩამოიხრჩო.

ახალგაზრდა ქალის სასტიკად ცემის ფაქტზე მაშინ ადგილობრივებს პროტესტის გრძნობა არ გასჩენიათ და საჯარო ძალადობა ტრადიციებით ახსნეს. შემზარავი ისტორიის "კურიერში" გაშუქების შემდეგ კი სოფელი უკმაყოფილოა.

30 წლის ქალის გარდაცვალელბის ფაქტზე საქმეს სამართალდამცველები თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ. სოფლეში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს არასამთავრობო ორგნიზაციებიც იკვლევენ.

ამ დრომდე 30წლის ქალის თვითმკვლელეობამდე მიყვანისათვის სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

დღის ამბები