03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
1500 ლარიანი ჯარიმის გამო სოფელ ციხისძირის მაცხოვრებელმა თავი მოიკლა

სოფელ ციხისძირის მაცხოვრებელი შეშის უკანონო ჭრისთვის 1500 ლარით დააჯარიმეს, მან კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ებრალიძეების ოჯახს ასეთი ჯარიმა 3 წლის წლინათაც გადაიხადა. მეორედ დაჯარიმების ფაქტს ვეღარ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო.  

სოფელ ციხისძირის მოსახლეობა ადგილობრივის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. გამგეობაში ბრალდებებს უარყოფენ და არც გარდაცვლილის ოჯახის დაჯარიმების ფაქტს ადასტურებენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტი მათ შეშის მოჭრისა და სახლში მიტანის უფლებას არ აძლევს. ციხისძირელების მტკიცებით, ებრალიძეების ინციდენტის შემდეგ შეძღუდვები შემცირდა. თუმცა, ადგილი, საიდანაც შეშის გამოტანა შეუძლიათ, მიუდგომელია და შეშის ტყიდან გამოტანა შეუძლებელი ხდება. 

ციხისძირელების ბრალდებებს არ იზიარებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.  გიზო ჩოხელის მტკიცებით, მეტყევეებს ებრალიძეების ოჯახი არ დაუჯარიმებიათ. მათ, უბრალოდ, გაფრთხილება მისცეს. ებრალიძეებისთვის ჯარიმის გამოწერას არ ადასტურებს გარემოს დაცვის მინისტრიც

სოფელ ციხისძირში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები