03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
რუსული რუბლის კურსი დაეცა

რუსული ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ დაეცა. ერთი ამერიკული დოლარი დღეს ბაზარზე 40 რუბლი და 5 კაპიკი ღირს, რაც წინა დღეებთან შედარებით 5 კაპიკით მეტია.

ექსპერტები რუსული ვალუტის გაუფასურებას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფებას უკავშირებენ. "შავი ოქროს" ფასი დღეს ისევ მკვეთრად დაეცა. ბრენტის მარკის ნავთობი ევროპის ბაზარზე 88 დოლარი და 40 ცენტი ღირს, ამერიკული ნავთობი კი 2 დოლარით გაიაფდა და 83,85 დოლარი შეადგინა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ასეთი დაბალი ფასი ბოლოს 4 წლის წინ დაფიქსირდა.

სპეციალისტები ფასების ვარდნას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადებას უკავშირებენ, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროზონას მორიგი რეცესია ემუქრება.

დღის ამბები