03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
ჩრდილების თეატრი ინდონეზიასა და ტაილანდში გასამგზავრებლად ემზადება

ჩრდილების თეატრის ისტორიულ სამშობლოში ქართული დასი მეორედ ჩადის. ამჯერად ჯაკარტაში სალიჰარას ხელოვნების ცენტრში ხელოვანები მთელი მსოფლიოდან საერთაშორისო ფესტივალზე შეიკრიბებიან.

ქართული ჩრდილების თეატრი ინდონეზიაში პირველად ერთი წლის წინ მოხვდა. პირველ ჩასვლაზე დასმა "ჯადოსნური ხელების" სტატუსი დაიმსახურა, წელს კი "ჯადოსნური ხელებისგან" უკვე მასტერკლასები მოითხოვეს.

ინდონეზიის შემდეგ ჩრდილების თეატრი ტაილანდში გადაინაცვლებს. ბანკოგი წელს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მაშტაბური საერთაშორისო ფესტივალის, - "თოჯინების კარნავალის" მასპინძელია.

"თოჯინების კარნავალი" ყოველწლიურად ტარდება და მასში 60-მდე ქვეყნის თეატრალური დასი იღებს მონაწილეობას. 

დღის ამბები