03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
ღარიბაშვილი სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ჰიდროელექტროსადგურს ხსნის

87 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესს, რომელიც თურქული "ანადოლუ ჯგუფის" ინვესტიციით აშენდა, ირაკლი ღარიბაშვილი  კახა კალაძესთან, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ თანერ ილდიზთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნის.

ჰიდროელექტროსადგური თურქულმა "ანადოლუ ჯგუფმა" შვილობილი კომპანიის - "საქართველო ურბან ენერჯის" მეშვეობით ააშენა და პროექტში 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

"ფარავანჰესის" საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება 410 მილიონი კილოვატ/საათით გაიზრდება. მსგავსი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოში ბოლო 35 წლის განმავლობაში არ აშენებულა. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე სამუშაოებზე დასაქმებული იყო 300-დან 1000-მდე ადამიანი, რომელთა 60% ადგილობრივი მცხოვრებია. "ფარავანჰესის" ოპერირებისთვის დამატებით დასაქმდა 35 ადამიანი, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებელი შესაბამისი კურსები გაიარეს.

დღის ამბები