03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპკორპუსს თელავის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე იწვევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპკორპუსს თელავის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე იწვევს.  ფესტივალის გახსნით კონცერტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, სამინისტროს ხელმძღვანელობა და საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაესწრებიან.

დიპლომატიური კორპუსი თელავის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით უკვე მეორე წელია ესწრება. ელჩებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მუსიკალურ ფესტივალზე დასწრება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიპლომატიური კორპუსისათვის ინიცირებული კულტურულ-შემეცნებითი ტურების ფარგლებში ხორციელდება. 2013-2014 წწ-ში ამ პროექტის ფარგლებში დიპლომატებმა უკვე მოინახულეს კახეთის რეგიონი და სამცხე-ჯავახეთი.

საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს თელავის დრამატული თეატრი უმასპინძლებს. ფესტივალი 11-18 ოქტომბერის ჩათვლით, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის ორგანიზატორია ელისო ვირსალაძე. საერთაშორისო ფესტივალი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა და წელს დაარსებიდან 30 წლის, განახლებიდან კი 5 წლის იუბილეს აღნიშნავს.

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

დღის ამბები