26 აპრილი 2024,   12:37
ვრცლად
მშენებლობა ატენის ქუჩაზე - ადგილობრივები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ატენის ქუჩის მცხოვრებლები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციოში გაასაჩივრებენ. მშენებლობის შეჩერებაზე უარი მათ პირველი ინსტანციის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ზეპირი განხილვის გარეშე გამოუცხადა.

ადვოკატი მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რაც შეიძლება დროულად მიიღოს.

დიმიტრი გაბუნია უახლოეს დღეებში საჩივრის შეტანას პროკურატურაში გეგმავს. მისივე განცხადებით, ბოლო ინსტანცია კი სტრასბურგის სასამართლო იქნება.

,,დიდი იმედი ამ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით არ მაქვს. სინქრონში აქ უკვე გადაწყვეტილია ეს დავა, თუმცა ამის აუცილებლობა არის სამართლებრივად, იმდენად რამდენადაც ჩვენ ვემზადებით, სტრასბურგის სასამართლოსთვის“- განაცხადა გაბუნიამ.

დღის ამბები