03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
ზესტაფონში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ზესტაფონში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. სილიკონ-მანგანუმის კერძო მომპოვებლის ცხედარი მაშველებმა 7-მეტრიანი ორმოდან ამოასვენეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები უბედური შემთხვევის ადგილზე გუშინ სამი საათიდან მუშაობდნენ. ცხედარი 7-მეტრიან ორმოში კედლის ნანგრევებში იყო მოყოლილი და მისი ამოსვენება დღეს, გამთენიის 4 საათისთვის მოხერხდა.

გარდაცვლილის ახლობლები დაგვიანებული სამუშაოების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

დღის ამბები