03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
ებოლათი დაღუპულთა რიცხვმა უკვე 4 ათასს გადააჭარბა

ებოლათი დაღუპულთა რიცხვმა უკვე 4 ათასს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშიშ ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი ლიბერიაში ემსხვერპლა, მეორე ადგილზე კი სიერა ლეონეა.

ვირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევაა გამოვლენილი ესპანეთსა და შეერთებულ შტატებში. რამდენიმე დღის წინ ტეხასში ერთი პაციენტიც დაიღუპა, რის გამოც ამერიკის აეროპორტებში დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ჩასული მგზავრების სამედიცინო შემოწმება დაიწყეს. პროცესში პირველი ნიუ-იორკი ჩაერთო.

საქართველოში ებოლას ვირუსი არ დაფიქსირებულა. საეჭვო ქვეყნებიდან დაბრუნებულ რამდენიმე მოქალაქეზე დაკვირვება მიმდინარეიობს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ებოლას ვირუსის გამო ამ ეტაპზე საზღვრების დაკეტვის საკითხი არ დგას. ჯანდაცვის სისტემა კი, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებისათვის მზადაა, რაც გულისხმობს შესაბამისად აღჭურვილ საავადმყოფოებსა და მედიკამენტების მარაგს.

დღის ამბები