03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
"საყდრისი-ყაჩაღიანის" მაღაროში ბაბუნაშვილი-ჯანყარაშვილის ინტერესები

"საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი მაღარო  მთლიანად "ქართული ოცნების" კონტროლ ქვეშ“ მოექცა," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გივი თარგამაძემ საგანგებოდ გამრთულ ბრიფინგზე გააკეთა. 

მისი მტკიცებით, კომპანიის ხელმძღვანელობის ქართულ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და მის მმართველობაში, სხვადასხვა ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები იყვნენ ჩართული.

გივი თარგამაძე ბაბუნაშვილი-ჯანყარაშვილის ინტერესებზე საუბრობს და საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთვის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევასაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის სახელს უკავშირებს.

თარგამაძის მტკიცებით, ეს ყოველივე სწორედ "ქართული ოცნების" პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა.

„მთელი ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილის დავალებით იმ თავითვე კონკრეტული მისიით განხორციელდა. პრაქტიკულად ეს ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო მთლიანად "ქართული ოცნების" კონტროლქვეშ მოექცა,“ - აცხადებს გივი თარგამაძე.

კომპანია „არემჯიში" კი აცხადებენ, რომ ჩამოთვლილი პიროვნებების დიდი უმრავლესობა ამჟამად საერთოდ არ მუშაობს არც თავად კომპანიაში და არც მასთან დაკავშირებულ რომელიმე ორგანიზაციაში.

 

დღის ამბები