19 აპრილი 2024,   15:57
ვრცლად
ყაჩაღობა აბაშაში - "თიბისი ფეის" რეგიონული მენეჯერის ოჯახის წევრებს პოლიციაში კითხავენ

ამ წუთებში აბაშის პოლიციაში მამუკა ჩოჩიას ოჯახის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს. ოჯახის ის წევრები, რომლებიც დაკითხვაზე არ იმყოფებიან, ტელევიზიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ჟურნალისტების შეკითხვებს არც თიბისი ფეის მენეჯერი პასუხობს.

თიბისი ფეის რეგიონული მენეჯერი, მამუკა ჩოჩია, აბაშაში გუშინ ღამით დააყაჩაღეს. სახლი, საიდანაც თავდამსხმელებმა 200 ათასი ლარი წაიღეს, ამ დროისთვის დაკეტილია.

სამეგრელოს შვიდი რაიონის სწრაფი გადახდის აპარატებიდან ამოღებული თანხა ბანკის რეგიონული მენეჯერის სახლში ინახებოდა.

ინკასატორმა ათობით ათასი ლარი, ევრო და დოლარი ბანკის საცავში არ შეიტანა, თავდამსხმელებს კი საცხოვრებელ სახლში ნაღდი ფულის არსებობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ.

კურიერის გადამღები ჯგუფი დღეს პოლიციაშიც მივიდა, მაგრამ გამოძიების დეტალებზე სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები