03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი თბილისში

ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი თბილისში, - რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის შენობიდან რიყემდე მსვლელობა დაიწყო.

საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები, ასევე ფოლკლორული ანსამბლების წევრები რიყეზე დღეს სანახაობრივ ჩვენებას გამართავენ.

ფესტივალის ორგანიზატორები ორგანიზაცია "შავფაროსნები" არიან. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენები, ბაზიერების შოუ, შეჯიბრი მშვილდოსნობაში, ქალაქური კრივი, „ცეცხლოვანი შოუ«, კონცერტი და სხვა ღონისძიებები.

 

დღის ამბები