03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
იპოთეკით დაზარალებულები აჭარის ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ქობულეთში იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოსახლეობამ დღეს საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. კონტრიშის ხიდზე მიმოსვლა 20 წუთით შეჩერებული იყო.

აქციის მონაწილეები გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას ითხოვენ და ხელისუფლებას გამოსახლებების შეჩერებას სთხოვენ.

ქობულეთის მოსახლეობას აჭარის მთავრობამ სესხების მისაღებად "ლიბერთი ბანკთან" უშუამდგომლა და ამ მიზნით მემორანდუმიც გააფორმა. თუმცა, როგორც დაზარალებულები ამბობენ, ბანკმა აბსოლუტურ უმრავლესობას უარი უთხრა.

ადგილობრივების ინფორმაციით, იპოთეკით დატვირთული და გადაუხდელობის გამო დაკარგული სახლებიდან მასობრივი გამოსახლება ორი დღის წინ განახლდა.

აქციაზე დღეს არჩილ ხაბაძის მისვლას ითხოვდნენ. ქობულეთის მოსახლეობა ხელისუფლებას დაპირებულ დახმარებას ახსენებს და პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება.

დღის ამბები