არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი „კურიერთან“ პირად საუბარში ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხედარს მარჯვენა ხელზე თითი მოკვეთილი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, გადმოსვენების პროცესში თითი მოკეცილი იყო, რამაც გაუგებრობა გამოიწვია.
ტატუნაშვილის ოჯახის წევრები „კურიერთან“ საუბარში ასევე აცხადებენ, რომ მარჯვენა ხელის მტევანი ძალიან დაზიანებული აქვს, მას მოტეხილობები აღენიშნება, რაც სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
ოჯახი „კურიერთან“ პირად საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ არჩილ ტატუნაშვილს სახის არეში, კერძოდ ცხვირის მიდამოში დაზიანებები აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გუშინ გადმოასვენეს. ცხედარი ჯერ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზაზე გადაასვენეს, შემდეგ კი ოჯახს დაუბრუნეს.
ცხინვალის ციხეში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.