03 მაისი 2024,   18:33
ვრცლად
ციხელაშვილის თქმით, დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის მანქანაც გადმოსცეს

„ამ წუთებში მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით,“ - ეს განცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.

მინისტრის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ.

„პირველ რიგში, ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, თბილისში და ამის შემდეგ მოხდება ცხედრის გადასვენება ოჯახში,“ - განაცხადა ციხელაშვილმა. 

ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან ერთად, დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დოკუმენტებიც გადმოსცეს საქართველოს ხელისუფლებას. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არჩილო ტატუნაშვილის მანქანაც გადმოსცეს, რითაც ტატუნაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.

დღის ამბები