30 სექტემბერი 2024,   03:22
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვამდე მის სახლთან ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული დადგება

არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვამდე მის სახლთან ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული დადგება. სოფელ წილკანში საპატიო ყარაული უკვე ჩავიდა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გუშინ გადმოასვენეს. ცხედარი ჯერ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზაზე გადაასვენეს, შემდეგ კი ოჯახს დაუბრუნეს.

ცხინვალის ციხეში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები